ციცქა ცოლიკოური
ციცკა ცოლიკოური კლასიკური თეთრი მშრალი ღვინო 12% კლასიკური და ყველაზე პოპულარული ქართული სეპაჟი, დამზადებული კლასიკური მეთოდით უჟანგავ ცისტერნებში. ღვინო ღია მომწვანო ფერისაა თხელი და სასიამოვნო. მისი ცოცხალი და ხალისიანი ხასიათი დაბალანსებულია, სრული სასიამოვნო გემოთი თხილის ბანანისა და ფინიკის ნოტებით. საუკეთესოა ეკალას, პრასის და ტყემალში მომზადებულ წიწილასთან ერთად.
17
ჭაჭა
კლასიკური ჭაჭა 45% 
21
ციცქა ცოლიკოური - ქვევრი
ციცქა ცოლიკოური ქვევრი თეთრი მშრალი ღვინო 12% ქვევრში ფერმენტირებული ციცქას და ცოლიკოურის სეპაჟი, წარმოადგენს შედარებით მსუბუქ ქვევრის ღვინოს. ფერი ღია ქარვისფერია. მსხლის და ნუშის არომატებით. გემოში გამოხატული მწვანე ვაშლის ტონები, ჯიშური მჟავიანობის თანხლებით, განსაკუთრებულობას ანიჭებს ამ ღვინოს, რომელიც სასურველია მივირთვად ფრინველის ხორცთან ერთად.
22.4
ჭაჭა პიტნით
26.6
ჭაჭა მუხაში დავარგებული
მუხაში დავარგებული ჭაჭა 
26.6
კრახუნა
მახასიათებლები მოსავალი: 2019წელი ალკოჰოლი:  13 % ფერი: ღია ლიმნისფერი არომატი: მწიფე ყვითელი ხილი გემო: სხეულიანი          ხანგრძლივი დაბოლოება          სრული ტექნოლოგია: კლასიკური ჯიში: კრახუნა რეგიონი: იმერეთი
29.4
ოჯალეში კრახუნა
ოჯალეში კრახუნა კლასიკური „როზე“ 12% ღვინო დამზადებული სვირის კრახუნას და ორბელის ოჯალეშის კუპაჟისგან. ეს ღვინო წარმოადგენს ჩვენი მეღვინის თამამ ექსპერიმენტს, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან წარმატებული გამოდგა. ღვინო ღია ლალისფერია, ოჯალეშის და კრახუნას დამახასიათებელი არომატითა და გემოებით, საინტერესო დაბოლოებით, წარმოადგენს საუკეთესო საზაფხულო ღვინოს, რომელიც ცხელ დღეებში, სალათებთან და ხილთან ერთად განუმეორებელ ემოციებს აღძრავს.
32.2
ოცხანური საფერე
ოცხანური საფერე კლასიკური წითელი მშრალი ღვინო 12,5% ღვინო დამზადებულია იგივე დასახელების, ვაზის იშვიათი იმერული საღვინე ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო მუქი წითელი ფერისაა. დაგემოვნებისას, ქლიავისა და შავი მოცხარის სურნელს ღოღნოშოს არომატი მოსდევს. ოცხანური საფერე სრულსხეულიანი, სავსე ღვინოა, კარგად დაბალანსებული მჟავიანობით, ხავერდოვანი ტანინებითა და გამოხატული ჯიშური არომატებით. მიუხედავად განსაკუთრებული ინტენსიური ფერისა, დასალევად გაცილებით მბსუბუქია ვიდრე საფერავისგან დამზადებული ღვინოები.
35
კრახუნა
კრახუნა კლასიკური თეთრი მშრალი ღვინო 13% კრახუნა დამზადებულია იშვიათი, იმერული, ანალოგიური დასახელების ყურძნის ჯიშისგან. ის უდავოდ ერთერთი საუკეთესო ქართული საღვინე ჯიშია. მაქსიმალურ გემოვნური თვისებებს და ბუკეტს კრახუნას ღვინო 10–15 წლის ასაკში ივითარებს, მასთან იგი სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობით (40–50 წელი) ხასიათდება. ღვინო გამორჩეული ციტრუსის არომატებით, ლაიმის და მსხლის ნოტებით. მიუხედავად შედარებით მაღალი ალკოჰოლის შემცველობისა 13%, იდეალური ბალანსის გამო, საოცრად მსუბუქი დასალევია. 2019 წლის დეკანტერის კონკურსზე ლონდონში, ღვინო 86 ქულით და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა
35
კრახუნა-მწვანე
35
კრახუნა - ქვევრი
კრახუნა ქვევრი თეთრი მშრალი ღვინო 13% ქვევრის კრახუნა დამზადებული ქვევრში, სრულ ჭაჭაზე 6 თვის დაყოვნებით. ღვინო გამოირჩევა სავსე სხეულით და ძალიან ლამაზი ნარინჯისფერით. ღვინის განსაკუთრებული ბუკეტი, კომშის, ქიშმიშის არომატები, კარგად დაბალანსებულ არა ერთფეროვან გემოში გამოიხატება. ნარჩენი შაქრების და მჟავიანობის თანაფარდობა, განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის, რაც ამ ღვინის უნიკალურობას განაპირობებს. ლონდონში, 2019 წლის დეკანტერის კონკურსზე მიიღო 94 ქულა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
35