ჩვენ შესახებ

კომპანია ჭური ჩინებული დაფუძნდა 2017 წელს და მდებარეობს სვირის მიკროზონაში,
სოფელ მეორე სვირში. 


სვირი, ქართული 8000 წლიანი მეღვინეობის კულტურის, ერთ-ერთი გამორჩეული
ადგილია, დღესაც, ის ცნობილია თავისი უნიკალური ღვინოებით, რის გამოც სწორედ
სვირი გახდა დასავლეთ საქართველოს ერთადერთი ღვინის მიკროზონა და სწორედ აქ
იწარმოება კონტროლირებადი ადგილწარმოშობის ღვინო სვირი, რომელიც ციცქა,
ცოლიკოური და კრახუნას კუპაჟით მზადდება.
კომპანიის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების და ქართული მდიდარი ტრადიციების
დახმარებით მაქსიმალურად გამოვავლინოთ ის პოტენციალი, რაც ქართული ყურძნის
ჯიშების გააჩნია. კომპანია თავს ვალდებულად თვლის, რომ მისი ღვინოები, რომლებიც
შედგება მხოლოდ იშვიათი ჯიშებისგან, წარმოდგენილნი იყვნენ როგორც საუკეთესო
ეგზემპლარები, რათა გააცნოს ქართული ღვინის უნიკალური თვისებები, მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ  ღვინის მოყვარულებს, რომლებიც ქართული
ღვინოებიდან მხოლოდ კახურს იცნობენ.


ჭური ჩინებული ღვინოებს აყენებს მიკროზონისთვის დამახასიათებელი ყურძნის
ჯიშებისგან, ციცქა ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ძელშავი, როგორც
ტრადიციულ იმერულ ჭურებში, ისევე კლასიკური ევროპული მეთოდით, უჟანგავ
ცისტერნებში. აღნიშნული ჯიშების სხვადასხვა კომბინაციების სეპაჟებსა და კუპაჟების
გარდა, კომპანია ექსპერიმენტებს აწარმოებს სვირის მიკროზონის ყურძნის  ქართლურ და
კახურ ჯიშებთან შერევით. კომპანია ხედავს რომ ქართული ტრადიციების აღდგენასთან
ერთად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის წინსავლა და შემდგომი განვითარება, რათა
ქართული მეღვინეობა მსოფლიოს მოწინავე მეღვინეობებისთვის სამაგალითო და
მისაბაძი გახდეს.